შინაარსზე გადასვლა

დინარა ალიევა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დინარა ალიევა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1980(1980-12-17) (43 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
საიტი dinaraalieva.com
დინარა ალიევა ვიკისაწყობში

დინარა ფუადის ასული ალიევა (აზერ. Dinarə Əliyeva; დ. 17 დეკემებრი, 1980 წ. ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანისა და რუსეთის საოპერო მომღერალი (სოპრანო), რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის სოლისტი,[1] აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018).[2]

დაიბადა 1980 წლის 17 დეკემებრს ბაქოში (აზერბაიჯანი). დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით. 2004 წელს დაამთვარა ბაქოს მუსიკალური აკადემია.

2002 – 2005 წლებში იყო აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, სადაც ლეონორის (ვერდის „ტრუბადური“), მიმის (პუჩინის „ბოჰემა“), ვიოლეტას (ვერდის „ტრავიატა“), ნედიდის (ლეონკავალოს „პიაცა“) პარტიები შესარულა. 2009 წლიდან რუსეთის დიდი თეატრის სოლისტია, სადაც დებიუტი ჰქონდა ლიუს პარტიით პუჩინის „ტურანდოტში“.

მოსკოვის დიდ თეატრში მომღერლის რეპერტუარში წარმოდგენილია შემდეგი პარტიები: როზალინდა (შტრაუსის „მფრინავი ჰოლანდიელი“), - პრემიერა; მიმი (პუჩინის „ბოჰემა“), მართა (რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“), მიქაელა (ბიზეს „კარმენი“), ვიოლეტა (ვერდის „ტრავიატა“), იოლანტა (ჩაიკოვსკის „იოლანტა“), ელიზავეტა ვალუა (ვერდის „დონ-კარლოსი“), ამელია ( ვერდის „მასკარადი“); მთავარი პარტიის (დვორჟაკის „ქალთევზა“) - პირველი შემსრულებელია დიდ თეატრში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დინარა_ალიევა“-დან